fbpx

გურამ როგავა – ტიპი კეზერას მუხლებიდან-გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს-

გურამ როგავა – ტიპი კეზერას მუხლებიდან!
😎
ალბათ გახსოვთ, ამან იარა, იბოდიალა, რამდენიმე არხი მოიარა, ,,პირველ არხზეც” იყო, ,,რუსთავი 2”-შიც გამოჩნდა, ბოლოს გაქანდა და კეზერაშვილს ჩაუხტა კალთაში. თან განაცხადა, იქ თავისუფლების ხარისხი ნაკლები მქონდაო.
თავისუფლების ხარისხიო, კეზერას კანტორაში უფრო მეტი მაქვსო!
😆
ამ ,,პრავაკატორმა” გადაწყვიტა, კახა კალაძისთვის გაეკრა კბილი!
ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი ჩართო პირდაპირ ეთერში: ისაო, ბატონო იგორ, ჩვენ ძალიან მაგრად გეხმარებით, უკრაინის სადარაჯოზე ვდგავართ, ყოველდღე ასი ათასობით ადამიანი ვდგავართ ქუჩაში, თქვენზე დარდით აღარა ვართ (აქ რასაკვირველია კეზერაშვილს, ჭუტა წერეთელსა და ნიკა გვარამიასაც გულისხმობდა ხაზგასმულად), მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას უკრაინის ამბები არც თუ ისე ანაღვლებსო. მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის კალაძეც, რუსეთის აგრესიას მკაფიოდ არ გმობენ, მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, ჰუმანიტარული ტვირთით ვეხმარებით უკრაინასო, პუტინის მისამართით ღია განცხადებებს ყველა ერიდებაო. კალაძე რომ გელაპარაკათ, ეგეც თქვენგან გავიგეთ, თორემ აშკარაა, თვითონ ასეთ ფაქტებს მალავსო.
😆
არა, პროვოკატორის მეტი რა მინახავს, სავსეა ეს ქვეყანა, მაგრამ ეგეთი უნიჭო ვირეშმაკა არსად შემხვედრია!
უცხო კაცთან, უცხო ქვეყნის ერთ-ერთი ქალაქის მერთან ისე ზიზღით, ისე აუგად ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლებაზე, თბილისის მერზე, ტვინით ჯანსაღი ადამიანი ამას არ უნდა კადრულობდეს.
ეს კი კადრულობს!
თუმცა ხარკოვის მერი გამოდგა ამასთან შედარებით კაცი, კეზერას რომ გაუხარდებოდა, ისეთი ვერაფერი ათქმევინა, პირიქით, კახამ სერიოზული დახმარება შემოგვთავაზა, სოლიდარობა გამოხატა, კარგი ურთიერთობა გვაქვს, დიდი მადლობაო.
🤓
მართალია, თარჯიმანმა ბევრი რამ მიაფუჩეჩა, მაგრამ ბატონ იგორს რის თქმაც უნდოდა, გავიგეთ. ისე, ამ რაღაცნაირ თარჯიმნებს სად პოულობენ, ეგეც საკვირველია.
😆
არა, მე მაინც ამ როგავაზე მეცინება, ,,რუსთავი 2″-დან წამოვიდა, კეზერას უბორნიაში უფრო კარგად უნდა ვისუნთქოო.
სუნთქავს ბიჭი, რას ერჩით?!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება