fbpx

გენაცვალეთ ადამიანობაში, გულში ყველას ამ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის-კახა კალაძე

კახა კალაძე: მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც ჩართულია ჰუმანიტარული დახმარების პროცესში და გვერდით უდგას უკრაინას და უკრაინელ ხალხს. მინდა, მადლობა გადავუხადო, ასევე, იმ რიგით მოქალაქეებს, ვინც შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გამოხატა მხარდაჭერა. გულწრფელად ვუხდი მადლობას ყველას, რადგან ვიცი, როგორი სოციალური მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორ უჭირს მოსახლეობას და ამის მიუხედავად ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად გვერდით დაუდგნენ უკრაინელ დებს და ძმებს. გენაცვალეთ ადამიანობაში, გულში ყველას ამ მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება