fbpx

გურამ მაჭარაშვილი: იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში არსებულ ახალ რეალობას მიხვდება – არა მხოლოდ „ხალხის ძალის“, არამედ საქართველოს გადაწყვეტილებაა, რომ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ვასალური დამოკიდებულება

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში არსებულ ახალ რეალობას მიხვდება, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი.

„ჩვენი პოლიტიკა არ შეიცვლება – არა მხოლოდ „ხალხის ძალის“, არამედ საქართველოს გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ვასალური დამოკიდებულება. იმედი გვაქვს, ახალი ელჩი მიხვდება იმ ახალ რეალობას, რომელიც საქართველოშია და აქედან გამომდინარე ექნება ურთიერთობა საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება