fbpx

ბაღდათის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდა მიმდინარეობს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო, დილიდან მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაობი.
ა.ა.ი.პ. ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების თანამშრომლები თოვლისგან წმენდენ ქალაქ ბაღდათის ქუჩებსა და ჩიხებს. მუშაობს მძიმე ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი.
ამ ეტაპზე თოვლი გადაადგილების პრობლემას არ ქმნის.
გზები იწმინდება ასევე მაღალმთიან სოფლებში, სადაც ნალექის რაოდენობამ 50 სანტიმეტრს გადააჭარბა.
მძიმე ტექნიკა მუშაობს სოფელ ხანში, საკრაულაში, ზეგანსა და ზედა დიმში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება