გრიგორიადისს, ყველაფერი უნდა ეპატიოს, გათავისუფლდეს და დანაშაულზე თვალი უნდა დავხუჭოთ-ადვოკატი

ადვოკატი ნათია ჩხეტიანი სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისის ციხეში ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ამ გარეგნობით ციხეში ფსიქოლოგიურად გატეხავენ:

“ლაზარე ციხიდან უნდა გათავისუფლდეს! 

მსგავსი განსხვავებული გარეგნობის ახალგაზრდას საბჭოური მენტალობის ციხე არ მიიღებს სიხარულით. მას გატეხავენ მორალურად, ფსიქოლოგიურად! 

ლაზარე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს!

ციხეს მახინჯი სტანდარტები შემორჩა.

დემოკრატიის პირმშოებს დამაკნინებელი ტერმინებით ნათლავს.

ლაზარეს ადგილი იქ არ არის!

გააქტიურდით!

თავისუფლება ლაზარეს, თავისუფლებისთვის მებრძოლ მწუხარე სახის ბიჭს!”, – წერს ჩხეტიანი.

აღსანიშნავია რომ, ე.წ ადვოკატი პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა არაფერს ნიშნავს და მხოლოდ დამნაშავის ვიზუალია მნიშვნელოვანი.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება