fbpx

მიხეილ სარჯველაძე ვიოლა ფონ კრამონზე – ვიზიტის დღის წესრიგი ალბათ საქართველოში პოლიტიკური აქტორების მიმართ მისი სიმპატიების მიხედვით შედგა

უმრავლესობის წევრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის ვიზიტის დღის წესრიგი ალბათ საქართველოში პოლიტიკური აქტორების მიმართ მისი სიმპატიების მიხედვით შედგა – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, ეს არის განმაპირობებელი, რატომაც ხვდება ის არასამთავრობო სექტორის იმ ნაწილს, რომელიც შეიძლება მოსწონს, ხვდება ოპოზიციას პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან და არა ზოგადად პოლიტიკურ წრეებს.

„მე ნამდვილად არ მაქვს მასთან დაგეგმილი შეხვედრა, ალბათ დღის წესრიგიც სწორედ საქართველოში პოლიტიკური აქტორების მიმართ მისი სიმპატიების მიხედვით შედგა. როგორც ჩანს, ეს არის განმაპირობებელი, რატომაც ხვდება ის არასამთავრობო სექტორის იმ ნაწილს, რომელიც შეიძლება მოწონს, ხვდება ოპოზიციას პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან და არა ზოგადად პოლიტიკურ წრეებს, როგორც ჩანს ასეთია მისი დამოკიდებულება, ეს მისი არჩევანია“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება