გორის საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა.გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში აქციიდან დაბრუნებული ადამიანები ისხდნენ.

გორის საავტომობილო გზაზე ავარია მოხდა.

ტრაილერის მძღოლი მიკროავტობუსს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში აქციიდან დაბრუნებული ადამიანები ისხდნენ.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გარდაიცვალა 5 ადამიანი.

მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მიდიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

გაუზიარე!

Shares