fbpx

კიკაბიძემ ახსნა რომ იმიტომ იმღერა რუსულად, რათა გაეგოთ როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ

რუსთაველის გამზირზე დღეს გამართულ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ კონცერტზე ისეთმა ცნობილმა მომღერლებმა შეასრულეს სიმღერები, როგორებიცაა:

მერაბ სეფაშვილი

სოფო ბათილაშვილი

ლექს-სენი

ბუბა კიკაბიძე

ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“

გიორგი უშიკიშვილი

წარმოდგენილ ხელოვანებს, რომლებიც უდაოდ მაღალი კლასის მუსიკოსები არიან, თავიანთი პოლიტიკური სიმპათიები იმთავითვე გაცხადებული ჰქონდათ. ამდენად, არავისთვის ყოფილა სიურპრიზი მათი სცენაზე გამოჩენა ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერ აქციაზე.

მაგრამ სიურპრიზი მაინც იყო და ეს ბუბა კიკაბიძის რუსულად ნამღერი „თბილისო“ გახლდათ. ამან საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

მოგვიანებით ეს ინციდენტი თავად ბუბამ ახსნა, რომ მან იმიტომ იმღერა რუსულად ორი „კუპლეტი“, რათა გაეგოთ როგორი ლამაზი ქვეყანა ვართ.

სინამდვილეში ამბავი იყო ასე. ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად წარდგენილი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ბუბა რისი ბუბაა რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას.

ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს“,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

გაუზიარე!

Shares