fbpx

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ჯგუფს „გამოუვალი მდგომარეობა“ სასამართლოში უჩივლებს.

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ჯგუფს „გამოუვალი მდგომარეობა“ სასამართლოში უჩივლებს.

მისი თქმით, 29 ოქტომბერს, ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ჯგუფმა სიმღერა „დინამო“ მისი ნებართვის გარეშე შეასრულა და ამის გამო მათ დაჯარიმებას მოითხოვს:

„ეს იყო პოლიტიკური ამბავი. როგორ შემეძლო მე, ეს გამეკეთებინა?! გამორიცხულია! მაშინ მოედანზე ვიქნებოდი. მე სრულიად კონტრასტულ პარტიასთან მაქვს საქმე. აქციაზე ჯგუფმა „გამოუვალი მდგომარეობა“ ჩემი ნებართვის გარეშე შეასრულა სიმღერა „დინამო“. ეს იყო ამაზრზენი! მე უკვე დავუკავშირდი „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას“ – (GERA). ისინი ჩემი სახელით დაწერენ საჩივარს და დააჯარიმებენ. და საერთოდ, აეკრძალოს ყველა მომღერალს ჩემი სიმღერების შესრულება, ჩემი ნებართვის გარეშე, თორემ კიდევ დააჯარიმებენ და ღირსებიც იქნებიან“,- განაცხადა reporter.ge-სთან ვაჟა აზარაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება