fbpx

გოგა ხაინდრავა, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ დევნას ეხმაურება

ს ა მ ძ ი მ ა რ ი

ჩვენო გულმხურვალე პარტნიორებო!

ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ, რომ 2023 წლის 4 აპრილს, ნიუ-იორკის შტატის, ნიუ-იორკ სიტის საოლქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა პალატაში, მრავალი სენით დაავადებული, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ტრამპომანიის“ დიაგნოზით, ტრაგიკულად გარდაცვალა ამერიკული დემოკრატია.

ბატონებს – ჯო ბაიდენს, იან კელის და ადამ კინზინგერს.

ქალბატონებს – ნენსი პელოსის, ჯინ შახინს და კელი დეგნანს!

გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი!

ვგლოვობთ თქვენთან ერთად!

ქედმოხრილი ქართველი უკუღმა მედასავლეთეები,

შალიკოს ფანჩატურიდან.

ქ.თბილისი.

საქართველო.

4 აპრილი 2023 წელი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება