fbpx

გიული ალასანია აცხადებს, რომ ვერ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს წამლების მიღებას

გიული ალასანია აცხადებს, რომ ვერ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს წამლების მიღებას „ვერ მოვუწოდებ, იმიტომ რომ არ ვიცი რა წამლებზეა ლაპარაკი და როგორ უნდა მოვუწოდო? არ ვიცი მე რამდენად სამკურნალოა ეს წამლები – ასე უპასუხა გიული ალასანიამ ჟურნალისტის შეკითხვას, როგორც მშობელი, მოუწოდებდა თუ არა სააკაშვილს, მიეღო წამლები. რაც შეეხება გასეირნებას, გიული ალასანიას თქმით, ეს მძიმე პროცედურაა, რაც სააკაშვილის ნერვულ სისტემას აზიანებს. „გასეირნებაზე უარს ამბობს ზუსტად ვიცი, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან მძიმე პროცედურა, წარმოიდგინეთ ბორკილებს ადებენ ხელზე, მერე კიდე გზაში რა მოხდება არავინ იცის, მავთულხლართები და ის, ეს ყველაფერი ის არის, რაც მის ნერვულ სისტემას ძალიან აზიანებს“ – განაცხადა გიული ალასანიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება