fbpx

КГБ-ს მაიორი იური შვეცი, საიდან ნოდარ მელაძეს ეს ინფორმაცია, ვინ არის წყარო?-ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი – დეზინფორმაციის და პროპაგანდის მანქანის უიღბლო მუშაკს, ნოდარ მელაძეს და მის გუნდს ამ „უნიკალური და ექსკლუზიური ინფორმაციის“ მოპოვებაში ვინ ეხმარება, КГБ-ს მაიორი იური შვეცი საიდან ნოდარ მელაძეს ეს ინფორმაცია, ვინ არის წყარო? დეზინფორმაციის და პროპაგანდის მანქანის უიღბლო მუშაკს, ნოდარ მელაძეს და მის გუნდს ამ „უნიკალური და ექსკლუზიური ინფორმაციის“ მოპოვებაში ვინ ეხმარება, КГБ-ს მაიორი იური შვეცი, მეტი დამაჯერებლობა რაღა უნდა გინდოდეს კაცს? ადრე ჰქონდა კიდევ „ гру-გან მოვიპოვეთ საიდუმლო მასალებიო“- მოკვდი სიცილით ნოდარ მელაძემ гру-ს გან მოიპოვა საიდუმლო დოკუმენტები, ან ჩვენც გვითხრას როგორ ახერხებს ამას, თუ гру აწოდებს სპეციალურად? და რა მიზნით? – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. SOS!!! დღეს, საღამოს 8 საათზე გავიგებთ, რომ ქვეყანა იქცევა!!! გვამცნობს ტვ პირველის ანონსი: „მხოლოდ აქ ტვ პირველზე,“ „გაიცანით,“ „კრემლი“ „დღეს გაჩვენებთ“, „რუსულ სპეცსამსახურები“, „მანქანები დაბურული მინებით“- ფსიქოზი ტელე ანონსში. ძალიან „მაგარი“ ანონსია, ანონსი რომელიც ცდილობს, გვითხრას, რომ საქართველო იღუპება, მაგრამ შეიძლება გადარჩეს, თუ „ ქართული ოცნება“ უბრალოდ გადადგება, დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, ან უფრო მარტივად ციხიდან უნდა გამოუშვებს ბრალდებულ სააკაშვილს, შემდეგ მიიყვანს და დასვას სავარძელში (პრეზიდენტის ან პრემიერის, რომელსაც თვითონ აირჩევს), და თვითონ მიდის ციხეში, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ! ვაშა, ამხანაგებო, ვაშა! ტვ პირველის „ფილდ კომანდერს“ და ნიკა გვარამიას ისევ მოადგილეს ნოდარ მელაძეს და მის გუნდს სპეციალური გამოძიების შედეგად აღმოუჩენია და დაუდგენია, რომ…. ყურადღება, დაფდაფები: ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, მათ ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს, თანაგუნდელებს, მთელ „ქართული ოცნება“-ს, სავარაუდოდ რიგით მხარდამჭერებსაც (აი, არჩევნებზე რომ ხმას აძლევენ იმათაც) კავშირები და ბიზნესები აქვთ კრემლთან, რუსულ ბიზნესთან. საუბარია მილიარდებზე, დიდ ფულზე, შავ ფულზე (ღმერთო შენ გვიშველე, მოთქვამს ნოდარიკო-არა, ღმერთის კი არ წამს, მაგრამ მაინც შველას ითხოვს!)! ამ ფულით პუწინი (როგორც ქეთუსია იგნატოვა უწოდებს პუტინს), აკეთებს რაკეტებს, ბობებს და ისვრის უკრაინაში (ჰმ, სად იყო მელაძე, ხატია დეკანოიძე რომ იძახოდა ამას)! მოკლედ საქართველოს ხელისუფლება ეხმარება რუსეთის ხელისუფლებას ომში, ამერიკელების, ევროპელების, NATO-ს წინააღმდეგ-გაიგეთ??? ვერ გაიგეთ? ნახეთ, რა ხდება, ესენი (ჩვენი ხელისუფლება), ხომ ეხმარება იმათ და იმას (რუსეთს და პუტინს) და ისინი-NATO, ევროპელები და ამერიკელები კი ამას ვერ ხვდებიან და მაინც ეხმარებიან ამ საქართველოს, და უფრო მეტიც სტრატეგიულ პარტნიორს ეძახიან! ვააა, რა ხდება ვინაა დებილი, ამერიკელები თუ ნოდარ მელაძე?! ახლა მთავარი, საიდან ნოდარ მელაძეს ეს ინფორმაცია,ვინ არის წყარო? დეზინფორმაციის და პროპაგანდის მანქანის უიღბლო მუშაკს, ნოდარ მელაძეს და მის გუნდს ამ „უნიკალური და ექსკლუზიური ინფორმაციის“ მოპოვებაში ვინ ეხმარება, КГБ-ს მაიორი იური შვეცი, მეტი დამაჯერებლობა რაღა უნდა გინდოდეს კაცს? ადრე ჰქონდა კიდევ „ гру-გან მოვიპოვეთ საიდუმლო მასალებიო“- მოკვდი სიცილით ნოდარ მელაძემ гру-ს გან მოიპოვა საიდუმლო დოკუმენტები, ან ჩვენც გვითხრას როგორ ახერხებს ამას, თუ гру აწოდებს სპეციალურად? და რა მიზნით? მაინც სად პოულობს (თუ ისინი პოულობენ), ან რატომ გამოდიან მელაძესთან კავშირზე ხან гру-ს და КГБ-ს ყოფილი თუ მოქმედი აგენტები, ვის დავალებით, რის გამო, საქართველოს გადასარჩენად თუ დასაქცევად?! ისე, ბევრი, რომ არ გავაგრძელო, ამ ანონსში მარტო მელაძის ხმის ტემბრი და სიტყვების თავისებური დაბოლოებები გიქმნის მარტივ შთაბეჭდილებას, რომ საქმე ავადმყოფურ დეზინფორმაციასა და ცილისწამებასთან გვაქვს!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook – ზე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება