გაერთიანებები აუცილებელია თუკი მათ [ოპოზიციურ პარტიებს] სურთ, რომ წარმატება მოიპოვონ საარჩევნო პროცესის დროს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მაგრამ პარალელურად ვითარდება დესტაბილიზაციის მცდელობების მთელი კასკადი, რომელიც ახასიათებდათ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს. გაერთიანდებიან თუ არა – მათი ზნე არ იცვლება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.