fbpx

გიორგი გახარია რომ არ ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ ვერ მოიგებდა,ამის თქმა ცოტა უხერხულია-კახა კახიშვილი

დეპუტატი კახა კახიშვილი-“- საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ მანდატების დატოვების საკითხზე საკანონმდებლო ჩარჩო არ არსებობს. ეს ადამიანმა პირადად უნდა გადაწყვიტოს და დაძალება სწორი არ არის. მაჟორიტარი დეპუტატებისთვის საარჩევნო კამპანია ძალიან მძიმე ტვირთი იყო, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ამ შემთხვევაში, ხმების მოზიდვა ხალხთან პირდაპირი კომუნიკაციით ხდება, სიაში მყოფ პირებთან მიმართებაში კი, რომლებსაც ზოგ შემთხვევაში, არც მანამდე იცნობდნენ და არც შემდეგ, რომლებიც უბრძოლველად შევიდნენ პარლამენტში და შემდეგ პრეტენზიები გაუჩნდათ, შესაძლოა, მანდატების დატოვებაზე საუბრისას იყოს გარკვეული ლოგიკა, თუმცა, რადგან ამასაც არ არეგულირებს კანონი, ვფიქრობ, თემაზე საუბარი ზედმეტია.- საუბარი, თითქოს, გიორგი გახარია რომ არ ყოფილიყო, „ქართული ოცნება“ ვერ მოიგებდა, ცოტა უხერხულია. „ქართულ ოცნებას“ თუ ჰყავდა და ჰყავს ამომრჩეველი, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. თუ ვინმე დღეს გუნდში გამოიკვეთა, ესეც მისი დამსახურებაა, რომ ამ ადამიანს საშუალება მისცა, საკუთარი შესაძლებლობები წარმოეჩინა. გიორგი გახარიას ყველა საკვანძო თანამდებობა ეკავა. როცა გუნდის წევრი ხდები, ზოგი ავლენს თავს, ზოგი ვერა. გახარიამ ეს მოახერხა. ამ ლოგიკით წინა პრემიერებიც იყვნენ სიის პირველი ნომრები და შემდეგ გადადგნენ, თუმცა მაშინ არავის უთქვამს, რომ მათი დამსახურებით მოიპოვა უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ და იმ მოცემულობაში ახალი რეალობა გაჩნდა. შეიძლება, დატოვო გუნდი, გადახვიდე სხვა პარტიაში და ა.შ, მაგრამ არის წითელი ხაზები, რომელიც არ უნდა გადაკვეთო იმ გუნდთან მიმართებაში, სადაც იყავი და საიდანაც ხალხმა გაგიცნო.- ადრეც ვთქვი, რომ გიორგი გახარიას მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების საკითხში ნიკა მელიას თემა გადაწყვეტილების მიღების წერტილი არ ყოფილა. ჩემი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი საბოლოო საბაბი. გიორგი გახარია არ ყოფილა პრემიერი, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრობის დროსაც კი, ის ყველა პოლიტიკურ კონსულტაციაში მონაწილეობდა და ერთ-ერთი გადამწყვეტი ხმა ჰქონდა. მე არ ვესწრებოდი, თუმცა კოლეგებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ უმრავლესობის სხდომაზე, სადაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილებოდა, მისი მკაფიო პოზიცია იყო, მიღებულიყო ეს გადაწყვეტილება, არ იცოდა იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ მეორე ეტაპი რა არის? მიმაჩნია, რომ მას ჰქონდა განცდა, დაეტოვებინა ადრე თუ გვიან გუნდი და შეიძლება, ეს იყო საბაბი.- როდესაც ხარ ქვეყნის შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი ბუნებრივია, მთელი სახელისუფლებო მანქანა მუშაობს შენზე. ასეთ ვითარებაში შეგიძლია, გამოავლინო თავი. როცა ოპოზიციაში ხარ, მოცემულობა სულ სხვაა. ასევე, როცა ოპოზიციაში მოხვედი ხელისუფლებიდან, სადაც დიდი ხანი იყავი და გარკვეული გადაწყვეტილებები გქონდა მიღებული, აუცილებლად გაჩნდება ბევრი კითხვა, რომელსაც დღეს არ გისვამენ სხვადასხვა მიზეზთა გამო. ხვალ კი, როცა ოპოზიციაში შენი კოლეგები ნახავენ, რომ პოტენციურად მათაც შეიძლება, ხმები წაართვა, კითხვებიც იქნება.- ქვეყანა ჩაკეტო და თქვა – ყველანი იყავით სახლში, ამას არ ჰქვია კარგი კრიზისმენეჯერი, მით უმეტეს, როცა შენზე მუშაობს მთელი გუნდი. პანდემიის სწორი მართვა ნიშნავს, როცა არც მისი ტალღა დაგატყდება თავს და არც ბიზნესი აღმოჩნდება ამ ვითარებაში, თორემ კოლბაში თუ ჩასვამ ადამიანს, ის დაცული იქნება.- გიორგი გახარიასთან მაქვს კარგი ურთიერთობა. მესმის, რომ არ უნდოდა „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა და ეს ეტყობოდა კიდეც. პატივს ვცემ მასაც და მისი გუნდის წევრებსაც, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, როდესაც ერთი თვის წასული ადამიანი საუბრობს, რომ თურმე, ქვეყანა წლებია, არასწორად ვითარდება. მის ადმინისტრაციაში მუშაობდნენ ისინი, რომლებიც ამას ამბობენ და შეეძლოთ, მიეცათ რჩევა და წაეყვანათ ქვეყანა სწორი მიმართულებით. უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატებმა, ისიც კი განაცხადეს, რომ შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვონ. არჩევნებზე სიის პირველი ნომერი და ქვეყნის პირველი პირი სწორედ გიორგი გახარია იყო, ისინიც მასთან მუშაობდნენ. გაუგებარია მათი ლოგიკა, გაყალბდა, თუ რატომ უნდა დაინიშნოს არჩევნები ხელახლა? ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ გაყალბება არ ყოფილა, მათაც და თავიანთმა ხელმძღვანელმაც, გიორგი გახარიამაც თავის დროზე იგივე განაცხადეს, დღეს რა შეიცვალა? ზოგადად, თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გინდა, გრძელვადიან პერსპექტივაში გყავდეს მხარდამჭერები. განცხადებები, რომელიც უპირისპირდება შენივე ნათქვამს, ძალიან დამაზიანებელია. თუ რამის თქმა უნდოდათ და შეცდომას ხედავდნენ, შეეძლოთ გუნდში ეთქვათ და გამოსწორება მოეთხოვათ. მაგალითად, მე რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ და ვამბობ ყველგან, უმრავლესობაშიც. შესაძლოა, სწყინთ კიდეც და ასეც არის, მაგრამ ჩემს მოსაზრებებს არ ვმალავ.- დღეს ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი მუშაობა მოუწევს ირაკლი კობახიძესთან ერთად იმისთვის, რომ გუნდი შეკრას, ანუ ის ადამიანები შეკრას, ვინც ამ პარტიაში იყვნენ გაწევრიანებული ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო, რადგან მათ არ იგრძნონ, რომ რახან ივანიშვილი წავიდა, თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ. საჭიროა ტანდემში მუშაობა. იმედს ვიტოვებ, ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად ჩაერთვება კობახიძესთან ერთად პარტიულ საქმიანობაში და შეკრავენ გუნდს. გუნდმა მდგრადობა უნდა იგრძნოს. მაგალითად, არ შეიძლება, ერთი გუნდის წევრს გადაყვე და ხუთი გადაცემა გაუკეთო, როცა მასზე „ფეიკნიუსი“ გავა და მეორეზე ეს საერთოდ არ შეიმჩნიო. გუნდურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ გინდა, შეინარჩუნო.- ხალხი დაიღალა პარლამენტში შესვლის თემით, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. მათ დღის წესრიგში არ არის ეს საკითხი, რადგან ვერ გრძნობენ გულწრფელ მიდგომას, სიყალბე კი, არავის მოსწონს და ხალხი ძალიან აგრესიულად არის განწყობილი. დღეს ბევრი სხვა პრობლემაა და პარლამენტში შესვლის საკითხი დროულად, ან ისე უნდა გადაწყდეს, ან – ასე. თუ ამ ყველაფერს მოკლე დროში არ ეშველა, ხალხს ყელში ამოუვა, მხარდაჭერას ვერც ჩვენ მოვიპოვებთ და ვერც – ოპოზიცია. წყარო ,,პალიტრანიუსი..

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება