“-მადლობა ბატონ ბიძინას, რომ 2012 წელს სასწორზე დადო საკუთარი ოჯახის უსაფრთხოება და ქვეყნის სამსახურში ჩადგა! ახალგაზრდებს დიდ მუხტს გვაძლევდა ბერა ივანიშვილი, რომელიც მთლიანად ჩართული იყო პროცესებში. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, ჩვენს ქვეყანაში თუ ბომბების ცვენა არ არის და მშვიდად ვართ, ბატონი ბიძინას დამსახურებაა!
დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების პირობებში საქართველო მიაღწევს უპრეცენდენტო წარმატებებს ყველა მიმართულებით და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს შიდა თუ გარე მტრებთან ბრძოლაში. ორ ფეხზე დგომით გავივლით ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ნაბიჯს და არც ისე შორს არის აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება!
2012 წლის 21 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად დააფუძნა ქართული ოცნება.
ქართულმა ოცნებამ საქართველოს მოუტანა თავისუფლება, მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა!
გილოცავთ თითოეულ ქართული ოცნების ჯარისკაცს ჩვენთვის საამაყო დღეს! მიხარია, რომ ვარ ამ გუნდის წევრი და მყავს უამრავი ერთგული თანამებრძოლი.
ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ ერთად საქართველოს წარმატებისთვის, აუცილებლად! “
4️⃣1️⃣🇬🇪💙✊🏻
წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე.