გეგმა რადიკალების, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ცნობილიყო ჩავარდა. იმიტომ რომ, საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილება იქნა ცნობილი, თუმცა ამ დელეგაციის ცნობასთან ერთად გაკეთდა სრულიად უსამართლო დათქმები ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნასთან და დაკავებული პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. გივი მიქანაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ მიღებულ იქნა სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტს უნდა იცავდეს ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში და ცდილობს ორმაგი სტანდარტების მიდგომით, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, მოითხოვოს სრულიად უსაფუძვლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. „შესაბამისად, ჩვენი პოზიცია წინასწარ გაცხადებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის ნაწილი ვიმყოფებოდით სტრასბურგში, ჩვენ დელეგაციის დანარჩენ წევრებთან, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობის გუნდთან გვქონდა ყოველდღიური კომუნიკაცია და ვაწვდით ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენ ჯერ დელეგაციის წიაღში მივიღეთ გადაწყვეტილება, იმის თაობაზე, რომ ეს იმდენად უსამართლო, მართლაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება იყო, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტს უნდა იცავდეს ერევა კონკრეტული ქვეყნის საშინაო საქმეებში და ცდილობს რაღაცა ფორმით, ორმაგი სტანდარტების მიდგომით, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, მოითხოვოს სრულიად უსაფუძვლოდ ახალი საპარლამენტო არჩვენები და სრული იგნორირება გაუკეთოს საქართველოს მოსახლეობის მიერ 2024 წლის ოქტომბერში განხორციელებულ არჩევანს. შესაბამისად, ჩვენ ჯერ დელეგაციის შემადგენლობაში მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მსგავსი მიდგომა ჩვენთვის მიუღებელი იყო, ამიტომ ჩვენ არ დაველოდებოდით შემდგომ სესიას, რომელზეც კიდევ უნდა განხილულიყო ამ დათქმის თანახმად საქართველოს საკითხი და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ თვითონვე, ჩვენი გადაწყვეტილებით შეგვეჩერებინა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი საქმიანობა, რა თქმა უნდა, სანამ ამ საკითხს გავასაჯაროებდით თბილისთან გვქონდა ამ საკითხზე კომუნიკაცია, როგორც ხელმძღვანელობასთან, ასევე გუნდთან ამ საკითხზე კონსულტაციები, რის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ სრული მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებაზე ამიტომ, იმავე საღამოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ჩემთან ერთად პირდაპირ ეთერში, ჩვენ სტრასბურგიდან გავაკეთეთ საჯარო განცხადება, რომლითაც განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვტოვებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, სანამ ეს უსამართლო გადაწყვეტილება არ იქნება გაუქმებული“,-განაცხადა გივი მიქანაძემ.