fbpx

გიგა მაქარაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„დამიდასტურდა კოვიდი და ვერ ვესწრები ლექსოს გამოსვენებას. მიდით ხალხო, მიდით და გააცილეთ ჩვენი ძმა, ჩვენი მოკლული თანამოქალაქე უკანასკნელ გზაზე.

თავისუფლებისთვის ბრძოლას ლექსოს სახელიც ერქმევა და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება სიმართლის გამარჯვებით“,- წერს მაქარაშვილი.

ცნობისთვის, გიგა მაქარაშვილი აქციებზე იმყოფებოდა, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა ტარდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება