fbpx

გია ცაგარეიშვილი ანტიპროპაგანდისტულ კანონზე: საფრთხეები ხელშესახებია და ეს არ არის ყურით მოთრეული თემა

საფრთხეები ხელშესახებია და ეს არ არის ყურით მოთრეული თემა, როგორც ძალიან ბევრ ჩვენს კოლეგას წარმოუდგენია. ზოგმა თქვა, რომ ეს ხელოვნურად წამოწეული თემაა, არადა ნამდვილად არ არის ასე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა ანტიპროპაგანდისტულ კანონზე საუბრისას განაცხადა.

„პროპაგანდა შემოჭრილია ფაქტობრივად ყველას ოჯახში, ყველგან და ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს. მომავალი კანონპროექტი დაეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას. არავის უფლება პირად ცხოვრებაზე არ იქნება ხელყოფილი“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება