fbpx

გია ვოლსკი – ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას მოემზადებინა პლატფორმა და შემდეგ შეექმნა პარტია, თითქოსდა მისი პათოსი განსხვავებულია, ერთი ერთში იმეორებს კეზერაშვილისგან დაფინანსებული „ნაცმოძრაობის“ პოზიციას

ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას ჯერ მოემზადებინა პლატფორმა, თავის თავი დაეყენებინა „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოშორებით და შემდეგ შეექმნა პარტია, თითქოსდა მისი პათოსი განსხვავებულია – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია ერთი ერთში იმეორებს იმ პოზიციას, რაც კეზერაშვილისგან დაფინანსებულ „ნაცმოძრაობის“ რგოლს აქვს.

„რასაკვირველია, ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ მელიას ჯერ მოემზადებინა პლატფორმა, თავის თავი „ნაციონალური მოძრაობისგან“ მოშორებით დაეყენებინა, რომელსაც წარსულში სერიოზული სისხლიანი ლაქა ახასიათებს და შემდეგ უკვე შეექმნა პარტია, თითქოსდა განსხვავებულია მისი პათოსი, დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. ზუსტად ერთი და იგივეა, ერთი ერთში იმეორებს იმ დამოკიდებულებას, პოზიციას, რაც კეზერაშვილისგან დაფინანსებულ „ნაცმოძრაობის“ რგოლს გააჩნია. ერთადერთი, რითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს არის მუდმივი შეჯიბრი იმაში, თუ ვის უფრო მეტი დესტრუქციის რესურსი აქვს“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება