fbpx

ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას რწმუნებულის მოადგილეები – დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, ექვსივე მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოების თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბესიკ ამირანაშვილმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან 2023 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. აღინიშნა, რომ სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

ამასთან, სხდომაზე ყურადღება გამახვილდა 2024 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებზე.

ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება