fbpx

გია აბაშიძე: გიორგი კანდელაკი და მისნაირები ბედავენ და საქართველოს ხელისუფლებას საჯარო რჩევებს აძლევენ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით

გია აბაშიძე: გიორგი კანდელაკი და მისნაირები ბედავენ და საქართველოს ხელისუფლებას საჯარო რჩევებს აძლევენ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით “ნაცსექტისა და მისი განშტოებების მიერ პატრიოტიზმისა და სოლიდარობის ხსენება ყოველთვის უადგილოა და აზრს მოკლებული!”- ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებას. როგორც ანალიტიკოსი წერს, გიორგი კანდელაკი იყო ერთ-ერთი, რომელმაც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველ სამხედროებს ადანაშაულებდნენ ომის დაწყებას და ახლა საქართველოს ხელისუფლებას აძლევს რჩევას როგორ უნდა მოიქცეს უკრაინის მხარდასაჭერად. “2008 წელს, ომის შემდეგ, მაშინდელმა პარლამენტარებმა გიორგი გაბაშვილმა, გიორგი კანდელაკმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა და გიორგი თარგამაძემ ამას მოაწერეს ხელი: ამონარიდი ევროსაბჭოს რეზოლუცია #1633, მე-5 პუნქტი: 5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით…დღეს კი, არარაობა გიორგი კანდელაკი და მისნაირები ბედავენ და საქართველოს ხელისუფლებას საჯარო რჩევებს აძლევენ უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ნაცსექტისა და მისი განშტოებების მიერ პატრიოტიზმისა და სოლიდარობის ხსენება ყოველთვის უადგილოა და აზრს მოკლებული!”- წერს აბაშიძე Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება