გია აბაშიძე: აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს სცალია და თურმე საქართველოს არჩევნების “დაცვაზე” ზრუნავს და როგორ “იცავენ” მათთვის “არასასურველ” არჩევანს, აკერმანისეული ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციით?

გლობალურ პოლიტიკაშიც ჩაფლავებული აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს სცალია და თურმე საქართველოს არჩევნების “დაცვაზე” ზრუნავს, საკითხავია როგორი მეთოდებით? – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ქართული საზოგადოების არჩევანს ჩვენი ხალხი წყვეტს და არა რომელიმე არამკითხე აქტორი. აბაშიძე ასევე ფსევდო-მეგობრებს მოუწოდებს, ობიექტურ რეალობას თვალი გაუსწორონ, ვინაიდან გარეთ 2024 წელია და არა 2003. “გლობალურ პოლიტიკაშიც ჩაფლავებული აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს სცალია და თურმე საქართველოს არჩევნების “დაცვაზე” ზრუნავს, საკითხავია როგორი მეთოდებით? სენატორი კარდინი თავხედურად აცხადებს – “ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად ნაბიჯების გადასადგმელად მზად ვართ”. ჩვენი საზოგადოების ევროპულ თუ სხვა არჩევანს ჩვენი ხალხი წყვეტს და არც ამერიკელი, არც რუსი და არც ევროპელი არამკითხე აქტორი. და როგორ “იცავენ” მათთვის “არასასურველ” არჩევანს აგენტოკრატიის ვასალები საქართველოში, აკერმანისეული ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციით? 2024 წლის შემოდგომაა გარეთ და არა 2003 წლის, ობიექტურ რეალობას თვალი გაუსწორეთ ფსევდო-მეგობრებო და თქვენს ჯიბეზე ჩამოკიდებულო ნაცგლახაკებო!” – წერს გია აბაშიძე. გია აბაშიძე: საქართველოს არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდა უაზროდ ყეფს, ჩვენი ქვეყანა კი წინ მიდის – ღია მმართველობის და კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსებით კვლავ ვლიდერობთ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდა უაზროდ ყეფს, ჩვენი ქვეყანა კი წინ მიდის – ღია მმართველობის და კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსებით კვლავ ვლიდერობთ, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, ყველა საღად მოაზროვნეს ესმის, რომ ძალიან დაძველდა აგენტოკრატიის სასაცილოდ ქცეული გზავნილები საქართველოს “ტრაექტორიიდან გადახვევაზე”, “რუსულ ორბიტაზე” და სხვა სიბრიყვეზე. „საქართველოს არაკეთილმოსურნეთა პროპაგანდა უაზროდ ყეფს, ჩვენი ქვეყანა კი წინ მიდის – ღია მმართველობის და კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსებით კვლავ ვლიდერობთ. ყველა საღად მოაზროვნეს ესმის, რომ ძალიან დაძველდა აგენტოკრატიის სასაცილოდ ქცეული გზავნილები საქართველოს “ტრაექტორიიდან გადახვევაზე”, “რუსულ ორბიტაზე” და სხვა სიბრიყვეზე. აქაური ნაცგობლინები იქეთ იყვნენ და საგარეო აქტორებს ხომ ჰყავთ მცოდნე მრჩევლები? რა, ვერ ხედავენ მრავალმხრივ პროგრესს, მათ არ უსმენენ, ასე დაუბნელდათ თვალსაწიერი, რომ NGO “Georgia”-ს იქეთ ვერაფერს ხედავენ? ღია მმართველობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, რითაც ევროკავშირისა და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს. მსოფლიო ბანკის გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა ღია მმართველობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც “მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის” 11-წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება. 2024 წლის კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციაზეა. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირმა (ITU) კიბერუსაფრთხოების 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა (GCI). საქართველო 91,92 ქულით მეორე ქვეჯგუფში მოხვდა, სადაც ირიცხებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ავსტრია, კანადა, ირლანდია, ისრაელი, ლიეტუვა და სხვები“, – წერს გია აბაშიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება