fbpx

გერმანიის პარლამენტის წევრი -ქართველებისგან შეგვიძლია ავიღოთ მაგალითი, მათ გამოიჩინეს დიდი გამძლეობა კრიზისთან ბრძოლაში!

საქართველ­ოში ინფიცირებისა და განსაკუთრებით – გარდაცვალების შემთხვევა ცოტაა. ეს იმ მკაცრი ღონისძიებების შედეგია, რომლებიც მთავრობამ გაატარა. როგორც გავიგე, საზოგადოებაც ზედმიწევნით იცავს დადგენილ წესებს და ემორჩილება აკრძალვებს…”

კორონავირუსი მსოფლიოსთვის იმაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი მოუმზადებელი აღმოჩნდნენ. ამ ფონზე საქართველოს შედეგი სამაგალითოა და ამაზე საერთაშორისო მედიაც წერს. რა ახალი პოლიტიკური თუ სოციალური პრობლემების წინაშე დააყენა პანდემიამ მსოფლიო და რა შეიძლება ისწავლონ სხვა ქვეყნებმა საქართველოსგან?გვესაუბრება დირკ ვიზე – გერმანიის პარლამენტის წევრი და რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებთან სამოქალაქო-საზოგადოებრივი თანამშრომლობის კოორდინატორი.

– უპირველესად, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ იმ ადამიან­ებს, რომლებიც კორონავირუსს ებრძვიან, ვწუხვარ მათ გამო, ვინც ამ ვირუსთან ბრძოლაში დამარცხდნენ და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს… ციფრები ყოველდღიურად იცვლება, რასაც­ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი მთელი მსოფლიოსთვის აღრიცხავს. ამჟამად გერმანიაში ინფექციის 160 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. პანდემიასთან გამკლავების მიზნით გერმანიამ საზოგადოებრივი ცხოვრება მკვეთრად შეზღუდა და შედეგად შენელდა ვირუსის გავრცელება. ამით გერმანიის ჯანდაცვის სისტემამ შეძლო, ყველას სათანადოდ უმკურნალოს. ჩვენმა პარტნიორებმა ევროკავშირსა და მის სამეზობლოშიც მსგავსი ღონისძიებები გაატარეს. თითოეული შეზღუდვა ძალიან მტკივნეულია, მაგრამ – აუცილებელი. საზოგადოებრივი ცხოვრების გაჩერება გერმანიასა და მთელ ევროპას დიდი ეკონომიკური პრობლემების წინაშე დააყენებს, თუმცა ნეგატიური შედეგების შესარბილებლად გერმანიის მთავრობამ სწრაფად იმოქმედა.– გერმანია კორონავირუსს სათანადოდ მომზადებული შეხვდა?
– გერმანიის ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ჩვენთან უმაღლესი დონის სამედიცინო და ფარმაცევტული კვლევები ტარდება. ადმინისტრაციები – რაიონებით დაწყებული, ფედერალური სამინისტროებით დამთავრებული – ეფექტიანად მუშაობენ, თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პანდემია ასე სწრაფად გავრცელდებოდა, საფრთხეს შეუქმნიდა მილიონობით ადამიანს და ასე შეზღუდავდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, გერმანიაში თამამად და გონივრულად იმოქმედეს – როდესაც საჭირო გახდა, საზოგადოება დაემორჩილა წესებს, ამით დაიცვა საკუთარი თავი და სხვების მიმართ სოლიდარობაც გამოხატა.
– გონივრული ნაბიჯების პარალელურად რა შეცდომები დაუშვა გერმანიამ კორონავირუსთან ბრძოლაში?– ბევრი რამ სწორად გაკეთდა. გადამწყვეტი იყო მოქალაქეთა ერთიანობა და სოლიდარობა, მაგრამ ჩვენ ჯერ ისევ პანდ­ემიის საწყის ეტაპზე ვართ და შეცდომების ძიებისთვის არ გვცალია. ახლა კორონავირუსთან ბრძოლაში შეძლებისდაგვარად სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რადგან ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდება…
– კორონავირუსით გამოწვეული პანდემია­ ევროკავშირისადმი დამოკიდებულებას ხომ არ ამძაფრებს? ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შეიძლება ევროკავშირიდან გასვლის მსურველთა რაოდენობა გაზარდოს. გერმანიაშიც იგრძნობა­ ასეთი დამოკიდებულება?– პირიქით, გერმანიაში ამის საწინააღმდეგო განწყობას ვხედავ. პანდემიამ ყველაფერი კარგად დაგვანახვა და გვაიძულა, განვასხვაოთ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან. პოპულისტები და ექსტრემისტები ვეღარ მანიპულირებენ.
გერმანელთა უმეტესობას ესმის, რომ ჩვენი ქვეყანა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება კარგად, თუ ევროპა­ იქნება კარგად. ევროკავშირმა უმოკლეს დროში დაამტკიცა დახმარების პაკეტი – 540 მილიარდამდე ევრო და ამ პროგრამის წყალობით ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა ხედავს, რომ ჩვენ, ევროპელები, ერთად უფრო ძლიერები ვართ. წარსულის გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ ხშირად ევროკავშირი კრიზისიდან უფრო ძლიერი გამოდის. ახლაც ეს უნდა იყოს მიზანი.– დაგვიანებული ხომ არ იყო ევროკავშირის და, კერძოდ, გერმანიის დახმარება იტალიისთვის?
– თითოეულმა ქვეყანამ უპირველესად­ თავისი ეროვნული მიზნებისთვის საჭირო­ ღონისძიებები გაატარა. ეს ჰგავს სიტუაციას­ თვითმფრინავში – საგანგებო შემთხვევის დროს მგზავრმა, სანამ სხვას დაეხმარება,­ ჯერ თავისი ჟანგბადის ნიღაბი უნდა გაიკეთოს. ჩვენ და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს ჩვენი­ ეროვნული ამოცანები რომ არ შეგვესრულებინა, ვერც მეზობლების დახმარებას­ შევძლებდით. გერმანიამ­ იტალიას სამედიცინო თვალსაზრისით დიდი დახმარება გაუწია. გერმანულმა საავადმყოფოებმა 40-ზე მეტი იტალიელი პაციენტი მიიღეს. გარდა ამისა, ჩვენ მარტის შუა რიცხვებშივე გავგზავნეთ იტალიაში 7.5 ტონა დახმარება, მათ შორის – სასუნთქი აპარატები და ნარკოზის ნიღბები. მომავალში საჭირო იქნება იტალიისა და სხვა ქვეყნების დახმარება პანდემიის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში და გერმანია ამისათვის მზად არის, მაგალითად, ორწლიანი­ ევროპული კონიუქტურის პროგრამით. ამით იტალიაში ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს და დარწმუნდებიან, რომ ჩვენ, ევროპელები, ერთად უფრო ძლიერები ვართ…
გერმანიაში კონსტიტუციური უსაფრთხოების ფედერალური უწყება აღნიშნავს­ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან დეზი­ნფორმაციის მკვეთრ ზრდას. ამის უკან იმალება განზრახვა, რომ მოქალაქეებს­ დააკა­რგვინონ ნდობა გერმანიის მთავრობის­ მიმართ, გააჩინონ ეჭვი, რომ ჩვენი ხელ­ისუფლება კრიზისს ვერ მართავს.­ ჩვენ უნდა გამოვავლინოთ დეზინფორმაციის გავრცელების ყველა შემთხვევა, ამისათვის კი გვჭირდება უფრო მჭიდრო ევროპული და საერთაშორისო თანამშრომლობა.

– ევროკავშირის ქვეყნებს ძალიან გაუჭირდათ ეკონომიკური და ფინანსური დახმარების პაკეტის დამტკიცება. რამდენ ხანს ელოდებით ეკონომიკური კრიზისის გაგრძელებას?– ჩვენ გვაქვს გერმანიის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტების მიერ აპრილის დასაწყისში გამოქვეყნებული პროგნოზი, რომლის მიხედვით კრიზისის შედეგად, 2020 წელს, ჩვენთან მოსალოდნელია მნიშვნელოვანი რეცესია. რა დრო დასჭირდება ეკონომიკის გაჯანსაღებას, ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის იქნება­ შესაძლებელი აუცილებელ ღონისძი­ებათა გაუქმება, მერე კი ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ აღმავლობისკენ. ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტები­ და გერმანიის მთავრობა­ 2021 წლისათვის ქვეყანაში კვლავ ელიან 5.82%-იან ეკონომიკურ ზრდას.
– იზიარებთ ეჭვს, რომ ჩინეთი მალავდა ინფო­რმაციას კორონავირუსის შესახებ, ახლა კი ამ ვირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს?– ცხადია, ჩინეთი ცდილობს გარკვეული ინფორ­მაციის გავრცელებას.
ვფიქრობ, ჩინეთის გულახდილობა უფრო დაგვეხმარებოდა, მით უფრო, როცა საქმე ეხება ჩინეთში ვირუსის წარმოშობასა და პანდემიის მიმდინარეობას. მიზეზების დადგენისა და ვაქცინის შექმნისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, სად და როგორ გაჩნდა კორონავირუსი.
– როგორ შეაფასებთ საქართველოს ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ?– მიხარია, რომ დღემდე საქართველ­ოში ინფიცირებისა და განსაკუთრებით – გარდაცვალების შემთხვევა ცოტაა. რასაკვირველია, ეს იმ მკაცრი ღონისძიებების შედეგია, რომლებიც მთავრობამ გაატარა. როგორც გავიგე, საზოგადოებაც ზედმიწევნით იცავს დადგენილ წესებს და ემორჩილება აკრძალვებს. კორონასთან ბრძოლის დროს მთავარია, თითოეული ადამიანი პასუხისმგებლობით მოქმედებდეს, დაიცვას საკუთარი თავი და დაეხმაროს სხვას. ჩემი დაკვირვებით, საქართველოში სწორედ ასე იქცევიან და ასეც უნდა გაგრძელდეს.– რა შეიძლება ისწავლონ ევროკავშირის ქვეყნებმა, თუნდაც გერმანიამ საქართველოს მაგალითით?
– კარგი შეკითხვაა! მაგალითად, შთამბეჭდავია, რა სწრაფად დაიწყო ახალგაზრდა ქართულმა საფეიქრო მრეწველობამ პირბადეებისა და სხვა სამედიცინო დამცავი საშუალებების წარმოება. ქართველებისგანაც შეგვიძლია ავიღოთ მაგალითი – მათ გამოიჩინეს დიდი გამძლეობა კრიზისთან ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, უარყოფით ეკონომიკურ შედეგებსაც წარმატებით დაძლევენ.
– კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის­ პირობებში როგორ უნდა გაძლიერდეს აღმოსა­ვლეთპარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობა?– მიუხედავად კრიზისისა, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ ევროპის ქვეყნები უფრო მჭიდროდ დავუკავშიროთ ერთმანეთს, განვამტკიცოთ დემოკრატია და, რა თქმა უნდა, გამოვიყენოთ ის ეკონომიკური შანსი, რომელსაც ჩვენი მეზობლობა გვაძლევს. ეს არის ჩვენი გეგმა, რომელსაც მოთმინებით მივდევთ და ვისაც აქვს ხანგრძლივი გეგმა, ის კრიზისსაც გადაიტანს.
– როგორ გესახებათ პანდემიასთან ბრძოლისას საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის პერსპექტივა?– ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობა ნაყოფს უკვე გვაძლევს – მიხარია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიუნხენელი პარტნიორისგან უკვე რამდენჯერმე მიიღო ტესტების ჩასატარებელი მასალა. ეპიდემიის ლოკალიზებისთვის ტესტები გადამწყვეტია. ჩვენ ვმუშაობთ ქართული ინსტიტუციების დასახმარებელ შემდგომ ღონისძიებებზეც. სხვათა შორის, გერმანია და საქართველო 2013 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ ბიოუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, რათა შევამციროთ ბიოლოგიური საფრთხე და გავაუმჯობესოთ გამოვლენისა და დიაგნოსტიკის საშუალებები. დღევანდელ კრიზისთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა სწრაფად დავაყენოთ ფეხზე.
ევროპის კომისიამ აღმოსავლეთპარტნიორებისთვის უკვე შეიმუშავა დახმარების სამი დიდი პაკეტი. აქედან საქართველო რამდენიმე მილიონ ევროს მიიღებს, მაგრამ კიდევ ბევრი მუშაობა იქნება საჭირო. ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლისას ისეთივე თანამიმდევრულნი უნდა ვიყოთ, როგორიც ვირუსთან ბრძოლაში და საქართველოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავისი მეგობრების იმედი.წყარო ,კვირის პალიტრა,,

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება