საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინში,
სამოგზაურო მედია კონფერენციაში International Media Marketplace მიიღო
მონაწილეობა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია კონფერენციაზე ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გავლენიანი მედიასაშუალებების:
BBC Travel-ის, National Geographic Germany-ის, Spiegel-ის, Travel+Leisure Germany-ის, The
Voyager-ის, TRVL Counter-ის ჟურნალისტებს, ასევე ინფლუენსებსა და ბლოგერებს
საქართველოს ტურისტული პროდუქტები, კურორტები, სათავგადასავლო
ტურისტული მიმართულება გააცნეს.
IMM Germany Berlin-ის კონფერენციის ფარგლებში , პრეზენტაციები გაიმართა
საქართველოს ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის
მიზნით.
კონფერენციის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო
ჟურნალისტებისთვის, ინფლუენსერებისა და ბლოგერებისთვის გაცნობითი
ტურების გამართვას გეგმავს.
International Media Marketplace-ზე 190 მედიასაშუალება და 125 გლობალური ბრენდი
იყო წარმოდგენილი.