fbpx

გახარიას გუნდი შეთანხმებას ხელს მოაწერს-ხოჯევანიშვილი

პარლამენტისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი შეთანხმების დოკუმენტზე ამბობს, რომ მისი გუნდი შეთანხმებას ხელს აწერს.

მისი თქმით, დოკუმენტი ეს ვერსია არ არის იდეალური, თუმცა კრიზისის განსამუხტად ხელის მოწერა აუცილებელია.

“ფაქტია, რომ ორივე მხარის პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. აქედან უდანაკარგო გამოსავალი უბრალოდ აღარ არსებობს. სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმზე ხელმძღვანელობაში ბრალდებული ადამიანის მიმართ, კანონის არათანმიმდევრული და არაკომპეტენტური აღსრულებით და პარტიაში შევარდნის გზით, ეს საქმე აქციეს პოლიტიკური შეთანხმების ნაწილად. ამით შექმნეს ძალადობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების მეტად სახიფათო პრეცედენტი.

ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯმა, ჩვენი პარტნიორები იძულებული გახადა, შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ. დღეს კრიზისის განმუხტვა მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის მომავალი პერსპექტივისთვის. ეს არ არის ჩვენი ქვეყნისთვის იდეალური შეთანხმება. ეს არსებული კრიზისის განმუხტვის და შემცირების შესაძლებლობაა, რასაც ჩვენ გმოვიყენებთ და დოკუმენტს ხელს მოვაწერთ,”- აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ნაწილმა და მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ოპოზიციური პარტიებიდან ხელი მოაწერეს ლელომ (ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე), სტრატეგია აღმაშენებელმა (გიორგი ვაშაძე), გირჩმა (ვახტანგ მეგრელიშვილი), გირჩი-მეტი თავისუფლებამ (ზურაბ ჯაფარიძე), მოქალაქეებმა (ალეკო ელისაშვილი), რესპუბლიკურმა პარტიამ (ხათუნა სამნიძე), ასევე, ინდივიდუალურად მოაწერეს ხელი არჩეულმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ და ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ქართული ოცნებიდან ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.  ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვეს ცესკოს თავმჯდომარის შეცვლა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

პოლიტიკური კრიზისის მოგვარება ფასილიტატორმა ელჩებმა სცადეს და ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან მიიწვიეს. მათი შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

მოლაპარაკებები ევროპელი პარტნიორებისა და ელჩების მონაწილეობით რამდენიმე თვე მიმდინარეობდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება