fbpx

გაბაშვილის  №6-ში მიმდინარე სამშენებლო-სამუშაოები არანაირ შემხებლობაში არ არის ე.წ „ცისფერ სახლთან“-სატრასპორტო კომპანია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება
გვინდა, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას,  რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საჰაერო საბაგირო გზის ქვედა სადგურის მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ, რომელიც, თითქოსდა, საფრთხეს უქმნის რუსთაველის  №54-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს – ე.წ „ცისფერ სახლს“.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გაბაშვილის  №6-ში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არანაირ შემხებლობაში არ არის ე.წ „ცისფერ სახლთან“.
 რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სრულყოფილი რეაბილიტაციისათვის ჩატარებულია ყველა საჭირო კვლევა და  მოპოვებულია მშენებლობისთვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, რომლებიც სრულად შეესაბამება მშენებლობის თანამედროვე სტანდარტებს.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რომლებიც მდებარეობს გაბაშვილის ქ. №6-ში, ხორციელდება სამშენებლო ნორმების სრული დაცვით, სადაც დეტალურად  გათვალისწინებულია ყველა ტექნიკური საკითხი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ აღნიშნულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს არანაირი კავშირი არა აქვს  ე.წ „ცისფერ სახლთან“.
შენობის მნიშვნელობიდან და სტატუსიდან გამომდინარე, შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა მომხდარიყო აღნიშნული ნაგებობის არსებული მდგომარეობის ფიქსაცია.
ამავდროულად, საბაგირო გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას შენობაზე უწყვეტ რეჟიმში იწარმოება მუდმივი დაკვირვება შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ. ასევე, ე.წ. „ცისფერი სახლის“ მომიჯნავე შენობის დემონტაჟი და დაშლა მიმდინარეობს სპეციალურად მექანიკურად, ხელით და არა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით.
რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საჰაერო საბაგირო გზის, როგორც უშუალოდ მშენებლობა-რეაბილიტაციის დროს, ასევე მისი ექსპლუატაციაში ყოფნის პერიოდშიც, მუდმივად იქნება გათვალისწინებული ვიბრაციისა და ხმაურის დასაშვები დონე.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება