fbpx

ბრავო საქართველო! ბრავო ჩვენს ექიმებს-თამარ ივერი

მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი, ცნობილია ქართველი მეცოსოპრანოთამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“2 დღის წინ ჩემი სიძე გაფრინდა ბერლინის გავლით ნიუ ჯერსი-ში. კაცი 2დღე ევროპაში გაჩერდა ტრანზიტით და გაოგნებული იყო… არც ბერლინში, არც ნიუ ჯერსში არაფერი შეგვიმოწმეს, არც სიცხე არც პირბადე მოგვთხოვეს. ასევე ამერიკაშიც ისე გამოვედით აეროპორტიდან…კაციშვილს არაფერი უკითხია. პასპორტი აჩვენე – გადი! მორჩა!
ამ კაცმა თავად ჩათვალა მისი ოჯახის წინაშე საჭიროდ და.. 2კვირა განმარტოვდა იზოლაციაში თორემ აეროპორტში არავის მსგავსი არაფერი უთხოვია. არადა უცხოეთიდან ჩამოსულმა რამდენიმე პიროვნებამ ჩემთან საუბარში სასიამოვნო გაკვირვება და აღფრთოვანება ვერ დამალა….რომ აქ ტრაპთან ელოდებოდნენ, 14 დღიან კარანტინში გადაიყვანეს, 4 ვარსკვლავიან სასტუმროებში აცხოვრებდნენ, ძვირფასად აჭმევდნენ და 14 დღე მათ ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ.
ბრავო!! საქართველო ამ საკითხში!
და ბრავო! ჩვენს ექიმებს”

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება