ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას გაეცნო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო
ბაღებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
დღეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა 4 საბავშვო ბაღი დაათვალიერა და სკოლამდელ
დაწესებულებებში არსებული საჭიროებები საბავშვო ბაღების მენეჯერებისა და
პერსონალისგან მოისმინა.
ოთხივე საბავშვო ბაღში ძირითად საჭიროებას ეზოს კეთილმოწყობა და გარე
ინფრასტრუქტურის განახლება წარმოადგენს.
როგორც ზამურ ჭითანავამ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი
პრიორიტეტი სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია
ძალისხმევას არ დაიშურებს აღსაზრდელებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს
შესაქმნელად.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება