დღეს ქვეყნის მასშტაბით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საბავშვო
ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი
სვანიძესთან ერთად ქალაქ ბოლნისის N1 და N5 საჯარო სკოლებს, ასევე, სოფელ ჭაპალის
საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასწავლო წლის
დაწყება მიულოცა.
სააღმზრდელო პროცესის განახლება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ასევე,
საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მიულოცეს და პატარებს წარმატებული სასწავლო წელი
უსურვეს.
მერთან ერთად სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და აღსაზრდელებს მერის
პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, ბოლნისის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ია სვანიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებმა მიულოცეს.