მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, მერის მოადგილე თურალ ვალიევთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ჭაპალაში, მწყნეთსა და რაჭისუბანში შეხვედრები გამართა.შეხვედრისას ადგილობრივებმა დასახლებებში არსებული საჭიროებები დაასახელეს, რის საფუძველზეც ერთობლივად შეირჩა 2026 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.აღსანიშნავია. რომ საერთო კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის 2 დაბასა და 45 სოფელში გაიმართება.