fbpx

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი კატეგორიის 85 ოჯახს სახლის სახურავები შეუცვალა

2021 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი
კატეგორიის 85 ოჯახს სახლის სახურავები სრულად შეუცვალა
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად სოციალურად დაუცველ და
მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სახლის დაზიანებულ სახურავებს უცვლის. 2021
წელს ამ პროგრამით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 85-მა სოციალურად დაუცველმა
ოჯახმა ისარგებლა.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის სახურავების შეცვლის
სამუშაოებისთვის 2021 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 397
557 ლარი გამოყო.
აღსანიშნავია, რომ 2016-2021 წლებში, საერთო ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა
დაზიანებული სახლის სახურავები სოციალურად დაუცველ და მოწყვლადი
კატეგორიის 299 ოჯახს შეუცვალა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 044 506
ლარი დაიხარჯა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აგვისტოში დასრულდება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება