fbpx

ბოლნისისა და რაჭისუბნის ჩაკეტვის პროცესი უკვე დაწყებულია-შოთა რეხვიაშვილი

როგორც სახელმწიფო რწმუნებული განმარტავს, ბოლნისისა და რაჭისუბნის ჩაკეტვის პროცესი უკვე დაწყებულია. შოთა რეხვიაშვილი მოსახლეობას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„მთლიანად, რეგიონში კორონავირუსის 70 ფაქტია, გამოჯანმრთელების 9 და სამწუხაროდ, გარდაცვალების 1 ფაქტი. გუშინ, ჩვენ კაზრეთის და სოფელ ბალიჭის მოსახლეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან გავმიჯნეთ, ვინაიდან რისკებს ვხედავდით, იქ დიდი გამოწვევაა. ვიღებთ ზომებს და უკვე დაწყებულია პროცესი ჩაიკეტოს მუნიციპალიტეტის ცენტრი – ბოლნისი და რაჭისუბანი. ბუნებრივია, კონტაქტები დგინდება, ნაწილობრივ დადგენილია და ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ ეს ხალხი მკაცრ საკარანტინო პირობებში და თვითიზოლაციაში იყვნენ. თუმცა, როგორც ხედავთ, დაავადება ვრცელდება. თუ სახლში არ დავრჩებით, ამ პროცესებს ვერ გავუძლებთ, ეს შეზღუდვები უფრო გამკაცრდება და გაურკვეველი ვადით გაგრძელდება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება