fbpx

ბიძინა ივანიშვილი ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს ულოცავს

„ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, ჯემალ ჭკუასელს 85 წლის იუბილეს ულოცავს და წერილს აქვეყნებს:

„ჩვენო საყვარელო, ბატონო ჯემალ, მე და ჩემი ოჯახი მთელი გულით გილოცავთ 85 წლის იუბილეს!

ბედნიერებაა, პირადად იცნობდე ქართული კულტურის დიდ მოამაგესა და ქომაგს, თავისი საქმის ერთგულ, დაუღალავ კაცს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენი ყველაზე დიდი საგანძურის – უნიკალური ქართული ფოლკლორის აღორძინებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დარწმუნებული ვარ, ამ კეთილშობილურ საქმეს, რომელსაც თქვენ ემსახურებით, თაობები დააფასებენ.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares