fbpx

ამ დროისთვის ყარაბაღში საომარ მოქმედებებს 84 მებრძოლი და 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

„ალ-ჯაზირა“ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მედიის ცნობით, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას კიდევ 26 მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა საერთო ჯამში 84-მდე გაიზარდა.

როგორც მედია ე.წ. თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, გარდა ამისა, 11-მდე გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, აქედან 9 აზერბაიჯანში, 2 კი სომხეთში დაიღუპა და საერთო ჯამში დაპირისპირებას უკვე 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება