fbpx

ბერნი სანდერსი: რუსეთს ოლიგარქები მართავენ. მაგრამ იცით რა? ისინი აშშ-საც მართავენ

ამერიკელი სენატორის, ბერნი სანდერსის თქმით, ოლიგარქები არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც მართავენ. ამის შესახებ მან ბრიტანულ The Guardian-თან საუბრისას აღნიშნა.

81 წლის სენატორი ვერმონტიდან თავის წიგნზე საუბრობს, სახელწოდებით „არა უშავს, რომ კაპიტალიზმზე გაბრაზებული ხარ“. წიგნის მთავარი თემა აღშფოთებაა იმ უთანასწორობით, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ეკონომიკაში ფიქსირდება.

„კი, რა თქმა უნდა, რუსეთს ოლიგარქები მართავენ. მაგრამ იცით რა? ისინი შეერთებულ შტატებსაც მართავენ. და არა მხოლოდ შეერთებულ შტატებს, არა მხოლოდ რუსეთს. ევროპაში, გაერთიანებულ სამეფოში, მთელს მსოფლიოში ვხედავთ საოცრად მდიდარი ადამიანების მცირე რიცხვს, რომლებიც ყველაფერს საკუთარი სარგებლის გათვალისწინებით მართავენ. გლობალური ოლიგარქია. ეს არის საკითხი, რომელზეც უნდა ვისაუბროთ“, – ამბობს სანდერსი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება