fbpx

ბეგი სიორიძე განცხადებას ავრცელებს-ვარ და ვიქნები ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის აქტიური მხარდამჭერი

ოზურგეთის ყოფილი მერი ბეგი სიორიძე პოსტს აქვეყნებს-საზოგადოებამ კარგად იცის იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელში ხშირად განცხადებებს არ ვაკეთებ.იმდენად, რამდენადაც გარკვეულ ადამიანთა წრე დაკავებული არის ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, გადავწყვიტე გავაკეთო ოფიციალური განცხადება:
გამომდინარე იქედან, რომ ჩემი ნათესავების ნაწილი გახლავთ პოლიტიკური გაერთიანება “ლელო”-ს აქტიური მხარდამჭერნი, დაინტერესებული პირები შეეცადნენ, ჩემი პოზიციის არაწორი წარმოჩენით, შეცდომაში შეეყვანათ ნათესავები,მეგობრები, მხარდამჭერები, ნაცნობები თუ უცნობები. იმისათვის, რომ საზოგადობისთვის ნათლად იყოს ცნობილი ჩემი, ბეგი სიორიძის პოზიციის შესახებ, ვაცხადებ:
2014 წლიდან ჩავერთე პოლიტიკაში. ვიყავი, ვარ და ვიქნები ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის აქტიური მხარდამჭერი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ამ ძალას შესწევს უნარი გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა. აღარაფერს ვამბობ ბატონი ბიძინას მიერ ათასგზის ნაკეთებ ქველმოქმედებაზე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
“კეთილმოსურნეებს” მოგიწოდებთ ნუღარ შეწუხდებით მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელერბით. ყველაფერი ყველასთვის გარკვევით ნათქვამი და გასაგებია.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება