fbpx

ავთანდილ ბილანიშვილმა ნიკა გვარამიას უჩივლა

ავთანდილ ბილანიშვილმა, რომელიც ტელეკომპანია „მთავარმა“ არხმა შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად მოიხსენია, არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში უჩივლა.

როგორც „პრაიმტაიმს“ ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა, ქარტიაში საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის სამი მთავარი პრინციპის დარღვევის ფაქტზე გაიგზავნა.

მომჩივანი მიიჩნევს, რომ ქარტიის 1-ლი, მე-3 და მე-11 პრინციპები დაირღვა. ბილანიშვილი გვარამიას დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებასა და ფაქტების განზრახ დამახინჯებაში ადანაშაულებს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება