ბაღდათის მუნიციპალიტეტი უკრაინის მოსახლეობას დაეხმარება უკრაინაში მიმდინრაე მოვლენების შედეგად, უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყო. უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა . ჰუმანიტარულ აქციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები მიიტანონ ქ. ბაღდათში რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში. შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნება უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში საჭიროებისამებრ