· საპატიო ბათუმელებისა და ბათუმის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება. წელს საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭათ: არქიტექტორ გრიგოლ (გია) ბაღოშვილს, პოეტ ცისანა ანთაძეს, ექიმ თეიმურაზ პეშკოვს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მეტყველების პედაგოგ თამილა მეიშვილს, მუსიკოს ედნარ ქიქავას, საოპერო მომღერლებს მარიამ ჯახუტაშვილსა და ირაკლი კახიძეს.
კინომსახიობმა ელგუჯა (გუჯა) ბურდულმა და საქართველოს პოლიციის ვეტერანთა კავშირის პრეზიდენტმა ალი ბაკურიძემ ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს.