fbpx

მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ ინფორმაციის მოპოვებისა პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა-ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ირაკლი ღარიბაშვილის შვილებზე ტვ პირველის მხრიდან ძალადობას ეხმიანება სოციალურ ქსელში-

რაოდენ ობიექტური და სამართლიანი პრეტენზიები არ უნდა არსებობდეს კონკრეტული საჯარო პირების მიმართ, მოვლენების გაშუქების თუ პროტესტის გამოხატვის დროს აუცილებელია დაცული იყოს მათი არასრულწლოვანი ოჯახის წევრების საუკეთესო ინტერესები. დაუშვებელია და სცილდება საჯარო მოხელეთა და მათი ოჯახების თმენის ვალდებულებას ბავშვების პირად და ოჯახურ ცხოვრებაში ჩარევა, ყოველდღიური ცხოვრების დეტალების გაშუქება მათი თანხმობის გარეშე, რაც სცილდება ობიექტური ინტერესის ფარგლებს.შესაბამისად, მედია საშუალებების წარმომადგენლებს მოვუწოდებ, ინფორმაციის მოპოვებისა და საკითხის გაშუქების დროს პატივი სცენ ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და იმოქმედონ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება