fbpx

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზისეროვნულ ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონისსაყრდენი კედელი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემმუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სასწავლო დაწესებულება დასხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა განთავსებული, გზის სივიწროვის გამოკი სავალ ნაწილზე ავტომობილებს ორმხრივად გადაადგილება უჭირთ.„მოსახლეობა წლებია აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ითხოვს. გზისუსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია ფერდზე საყრდენი კედლის მშენებლობა.პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და ხუთთვეში დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერმა ბაგების დასახლებაში ამჟამად მიმდინარე საგზაოსამუშაოებზეც ისაუბრა.„ბაგების დასახლებაში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება,მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რაც ავარიულ მდგომარეობაში იყო. მოეწყობატროტუარი, გაჩნდება საპარკინგე არეალები. მიხარია, რომ დედაქალაქში ასეთიმნიშვნელობის პროექტები ხორციელდება. ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოსდროს პირველი რასაც ვაკეთებთ, კომუნიკაციებს ვცვლით, რაც გარკვეულშეზღუდვებსაც იწვევს, რის გამოც ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, მაგრამ ამყველაფრის გარეშე, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებაშეუძლებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება