fbpx

კახეთში ახალი, 4-ზოლიანი მაგისტრალი შენდება

კახეთში ახალი, 4-ზოლიანი მაგისტრალი შენდება. მშენებლობის პირველი ნაწილი, თბილისიდან საგარეჯოს მიმართულებით, 35.2-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი გზის მოწყობას ითვალისწინებს. ამ გზის ძირითად – 31.5-კილომეტრიან მონაკვეთზე კონტრაქტორ ფირმებთან უკვე ხელშეკრულებები გაფორმდა.

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ნოემბრის ბოლოს გამოვლინდნენ. პროექტს ჩინური China Road and Bridge Corporation-ი და თურქული Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ისა და „მაქრო ქონსთრაქშენის“ კონსორციუმი ააშენებს.

პროექტის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. უშუალოდ გზის პროექტირების სამუშაოები, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა კომპანიებმა შეასრულეს

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება