fbpx

ახალი კვლევები ,,სინოფარმის,, და ,,სინოვაკის,,ვაქცინებზე

უკარგესი ამბები: ინაქვიტირებული ვირუსები (სინოვაკი და სინოფარმი) არაჩვეულებრივად იცავენ მძიმე კოვიდისგან. ბრწყინვალედაც კი”,- ამის შესახებ ვაქცინოლოგი ნინო გოგიჩაძე სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ეს ვაქცინა ძალიან ეფექტურია სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.

“ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა ორი ბოლოდროინდელი სტატიით ორივე ძალიან პრესტიჟულ და სანდო ჟურნალშია გამოქვეყნებული (გამოსაქვეყნებელი). ერთი ლანცეტში გამოსაქვეყნებელი პრე-პრინტია. რაც იმას ნიშნავს რომ ჯერ-ჯერობით სტატიას რეცენზია არ გაუვლია, მაგრამ გაივლის. და მეორე დაიბეჭდა New England Journal of Medicine-ში (NEJM), ანუ რეცენზია გავლილი აქვს.1. კორონავაკი(სინოვაკი) ეფექტურობა – კვლევა ჩატარებულია ჩილეში, გამოქვეყნებული NEJM-შიერთი დოზით აცრილ ადამიანებში 15.5% ეფექტურობა კოვიდ-19-ის თავიდან ასარიდებლად, 37.4% ეფექტურობა საავადმყოფოში მოხვედრისგან და 45.7% ეფექტურობა კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილის წინააღმდეგ.სრულად აცრილ ადამიანებში: 65.9% ეფექტურობა კოვიდ-19-ის თავიდან ასარიდებლად, 87.5% ეფექტურობა საავადმყოფოში მოხვედრისგან და 86.3% ეფექტურობა კოვიდ-19-ით გამოწვეული სიკვდილის წინააღმდეგ.კიდევ უკეთესი ამბავი: 60 წელს ზევით ადამიანებში ეს ვაქცინა ისეთივე ეფექტურია როგორც <60წ.მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევის დროს ჩილეში ალფა და გამა ვარიანტები ცირკულირებდა, შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს ვაქცინა (და პირადად მე სინოფარმსაც მივაყოლებდი ‘პრიკუპში’) ძალიან ეფექტურია მძიმე კოვიდის და მისგან გამოწვეული სიკვდილის თავიდან ასარიდებლად###https://www.nejm.org/doi/full/10.1056/NEJMoa2107715…#2. ლანცეტის პრე-პრინტიჩინეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, სადაც დელტა ცოტრკულირებდა ინაქტივირებული ვირუსების ვაქცინების ეფექტურობა ფილტვების ანთების წინააღმდეგ არის 69.5% და 100%-იანი ეფექტურობა აქვთ მძიმე დაავადების წინააღმდებ.#https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3895639აცრები გვიცავს და აცრები მუშაობს”,- წერს გოგიჩაძე სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება