fbpx

არავის არასოდეს დატოვებს უყურადღებოდ, არავის არაფერს გაუჭირვებს,ვენდოთ გივი ჩხარტიშვილს-ნათია ბერიძე

ჟურნალისტი ნათია ბერიძე საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილის შესახებ წერს-გივიკო ჩემი მეგობარია უკვე არაერთი წელია და კარგად ვიცი როგორი მაგარი და კეთილსინდისიერი ახალგაზრდაა. შარშანდელი ამბები გამახსენდა და უცებ მომინდა მომეყოლა.
შარშან როცა პანდემიამ პირველად თავზარი დაგვცა და ყველა სახლში გამოიკეტა, გახსოვთ როგორ ცდილობდა მერია + სპონსორებთან და მეგობარ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად უმწეოდ და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებას. მაშინ დიდუბის გამგეობაში მოხალისე ვიყავი. გივიკო უკვე აღარ მუშაობდა მუნიციპალიტეტში, თუმცა ზეპირად იცის დღემდე საკუთარი რაიონის მოსახლეობა, ვის რა უჭირს და ვის რითი უნდა დაეხმაროს. მაშინ როცა ვიღაცეები საკუთარი თავისთვის ცდილობდნენ ყველაფერი გაეკეთებინათ გივიკო მოვიდა გამგეობაში და საკუთარი ხელით აწყობდა ნობათებს და გვახსენებდა: ხომ
გახსოვთ თამარა ბებო მარტოა ვერ დარეკავს თავად და ჩვენ უნდა მივხედოთო, ეს მრავალშვილიანია და არ დაგვრჩეს ყურადღების გარეშეო ბავშვები და არ მოშივდეთო… ის შშმ პირია და შეიძლება დარეკვა მოერიდოს და მივხედოთო. ოღონდ თუ გგონიათ ვინმეს ანდობდა ამ მისიებს ძალიან ცდებით, საკუთარო ხელით მიჰქონდა ყველასთან რომ ვინმე უმწეო და მშიერი არ დარჩენოდა რაიონში. მუშაობდა მოხალისეებთან ერთად გამგეობაში და არასოდეს დაზარებია არც მძიმე ყუთების თრევა და არც კარდაკარ სიარული. იცოდა ვის სჭირდებოდა სასიცოცხლოდ დახმარება და არავინ გამორჩენია.
მაშინ როცა არავინ ავალდებულებდა , არც სამსახური, არც პარტია და თანამდებობა, უბრალოდ ასეთია, ყველას ამბავი მიაქვს გულთან და ზუსტად ვიცი ახლაც ასე იქნება როცა გაიმარჯვებს. ასეთია უბრალოდ და ვერ შეიცვლება.
არავის არასოდეს დატოვებს უყურადღებოდ, არავის არაფერს გაუჭირვებს და რაც შეეძლება იმის მაქსიმუმს ყოველთვის გააკეთებს. იმედებს არ უცრუებს არავის,პირიქით, ყოველთვის ყველას ბოლომდე შეგვიძლია დავეყრდნოთ, არასოდეს ღალატობს პრინციპებს.
ამიტომ ღირს ვენდოთ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება