fbpx

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე „ლელოს“ წევრი გახდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გახდა. „ლელოს“ გუნდში მისი წარდგენისას პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ჯამბულ ხოზრევანიძემ მინისტრის მოადგილის პოსტი 22 ივლისს დატოვა, 23 ივლისს კი უკვე „ლელოს საქართველოსთვის“ გუნდს შეუერთდა:

„აქტიური წევრი, აქტიური თანამებრძოლი, რომელთანაც ერთად ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ქვეყნის კურსი იქნას შენარჩუნებული, დასავლური კურსი და ქვეყნის აღორძინება განვითარდეს იმ ტემპით, რა ტემპიც სჭირდება ქართულ სახელმწიფოს. ესეთი ადამიანი ჩემს მარჯვნივ დგას დღეს ჯამბულ ხოზრევანიძე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თავის მხრივ ჯამბულ ხოზრევანიძემ აღნიშნა, რომ დატოვა გუნდი, რომელიც არ აფასებს თავის აქტივისტებს, ეგრეთ წოდებულ 2012-იანელებს, რომლებმაც მისი თქმით, სიცოცხლის ფასად შეცვალეს არსებული რეჟიმი:

„ჩვენ ერთად ვიბრძოდით მთელი 9 წლის განმავლობაში და რუსთაველზე ვათევდით და ვაღამებდით იმისათვის, რომ საქართველო წინ წასულიყო და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ ხელისუფლებაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ რეჟიმს და ეხლა მოკალათდნენ ამ ხელისუფლებაში და კიდევ უნდათ შექმნან უფრო ცუდი რეჟიმი“, – განაცხადა ჯამბულ ხოზრევანიძემ, რომლის თქმითაც აჭარას „ფეოდალები ამუხრუჭებენ“.

„ჩემდა სამწუხაროდ 2020 წელს, 55 წლის ადამიანს მიწევს ისევ იმ უკანა პერიოდში დაბრუნება, რაც იყო 2012 წელს“, – განაცხადა ჯამბულ ხოზრევანიძემ, რომელიც ამბობს, რომ „ლელოსთან“ერთად მოსახლეობას უიმედობიდან გამოიყვანს. მან განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარისგან, მამუკა ხაზარაძისგან მიიღო იმის პირობა, რომ გადაწყვეტილებები გუნდის წევრების მოსაზრებების გათვალისწინებით იქნება მიღებული.

ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტს 2017 წლიდან იკავებდა. მანამდე, 2014-2017 წლებში იგი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares