აჭარის რეგიონში ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების პროცესი გრძელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის
მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ
მაია ხაჯიშვილთან ერთად, ქობულეთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების
სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს მომავალი თაობების აღზრდასა და
განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის
სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, რეგიონის საკანონმდებლო და
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და
თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
ღონისძიებას მოწვეული სტუმრის სტატუსით კი აჭარის მთავრობის
თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე დაესწრო.
სტუმრებმა მასწავლებლებს გულითადი მადლობა გადაუხადეს
პროფესიისადმი ერთგულებისთვის, ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომისა
და არაერთი ღირსეული თაობის აღზრდისთვის.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს პედაგოგთა მრავალწლიანი ღვაწლის
დაფასებას, მათი საქმიანობის აღიარებასა და პროფესიულ წახალისებას.
ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოება საქართველოს განათლების,
მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით,
საგანმანათლებლო რესურსცენტრების ორგანიზებითა და აჭარის განათლებისა
და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება