fbpx

“აწარმოე საქართველოს” ყოფილი დირექტორი “ნაცმოძრაობის” ახალი სახე გახდა

“ნაციონალური მოძრაობის” ახალი სახე “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ყოფილი დირექტორი გახდა. ზვიად ქვლივიძემ “მთავართან” განმარტა, მიზეზები რატომ დატოვა საჯარო სამსახური.

twitter sharing button

“ბოლოს ვმუშაობდი სახელმწიფო სტრიქტურაში. პროგრამა “აწარმოე საქართველოში” დირექტორის მოადგილე ვიყავი, რამდენიმე თვე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიც ვიყავი.

ფულს არ ვაკეთებდი, მხოლოდ ხელფასით ვცხოვრობდი. ვფიქრობ ეს ადამიანის ღირებულებეზეა დამოკიდებული.

სახელმწიფო სტრუქტურაში მე მომიწია დაახლოებით წელიწად ნახევარი მუშაობა. ჩემი ნებით დავტოვე თანამდებობა, რადგან იყო მიზეზები რამაც ეს მაიძულა. პირველად ვიმუშავე სახელმწიფო სტრიქტურაში და დავინახე უზარმაზარი შესაძლებლობა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობის მხრიდან, მაგრამ ასევე დავინახე იმდენი გამოწვევები და პრობლემები, რაც დღეს არის დამაბრკოლებელი ჩვენი ქვეყნის განვითარების კუთხით”, – განაცხადა ქვლივიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ახალმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს გუნდის ახალი სახეები წარადგინა.

პარტიის გუნდის ახალი წევრები არიან: წარმოშობით შვეიცარიელი და საქართველოს მოქალაქე ბარბარა ჯიმელი სულაშვილი, სპორტსმენი რეზო ჩომახიძე, ანა გოგოლაძე, სოფო ჯაფარიძე, ნონა მამულაშვილი, ზვიად ქვლივიძე და მანუჩარ ახალაია.

“როცა მე ვიყავი თინეიჯერი, ვცხოვრობდი ქუთაისში და როდესაც მე გავდიოდი სკოლაში წასასვლელად და 9 ნომერი ყვითელი ავტობუსი რომ გამოუხვევდა იმ გზაზე, 15 წუთი მოდიოდა 500 მეტრს. არ იყო დენი, თუმცა მე 5 დენი მქონდა აქედან 2 მე მგონი “ლევი” – განაცხადა “მთავარის” ეთერში, ნიკა გვარამისთან “ნაცმოძრაობის ახალმა სახემ ნიკა ობოლაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება