fbpx

აშშ-ს საელჩოს მედიასთან ურთიერთობის ატაშემ “მთავარი არხის” დამფუძნებელს “შეიარაღებული ბანდის მეთაური” უწოდა

შეხვედრაზე, სადაც მედიათავისუფლებაზე უნდა ყოფილიყო საუბარი, აშშ-ს საელჩოს მედიასთან ურთიერთობის ატაშემ ქეთრინ შვაიცერმა, “მთავარი არხის” დამფუძნებელს, გიორგი რურუას “შეიარაღებული ბანდის მეთაური” უწოდა.

ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა “მთავარ აქცენტების” პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ნიკა გვარამიამ ევროკავშირის ორგანიზებული შეხვედრა გაიხსენა, რომელიც “ფაბრიკაში” ჩატარდა და სადაც დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა ასეთი ხმაურიანი განცხადება გააკეთა და გიორგი რურუას პირდაპირ ბრალი წაუყენა:

“შეხვედრა ეხებოდა მედიათავისუფლებას, სადაც ჩვენ მთავარ პრობლემად დავასახელეთ, ჩვენი დამფუძნებლის ღიად პოლიტიკური დევნა და ღიად იარაღის ჩადებით დაჭერა. ამ ქალბატონმა, სრულიად ხმამაღლა განაცხადა, რომ სირცხვილი რურუას დაჭერა კი არ არის, სირცხვილი ის არის, რომ ის ჩვენი დამფუძნებელია, იმიტომ, რომ თქვენი დამფუძნებელი არის შეიარაღებული ბანდის მეთაური – თქვა ნიკა გვარამიამ

გაუზიარე!

Shares