fbpx

აშშ სენატორი ჯიმ რიში: ” კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია “.

სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, ჯიმ რიში აცხადებს, რომ დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შარლ მიშელის შეთანხმებაზე. ამის შესახებ სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა.

„კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება”, – ამბობს რიში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება