fbpx

აღდგომა დღეს, ღვთის მადლით, ვაპირებთ დისტანციების დაცვას, ვამზადებთ ახლა შენობას, სადაც 2000 კაცამდე შეიძლება დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს-შალვა კეკელია

ჩვენ აღდგომა დღეს, ღვთის მადლით, ვაპირებთ დისტანციების დაცვას, ვამზადებთ ახლა შენობას, სადაც 2000 კაცამდე შეიძლება დაეტიოს, სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, მთლიანად ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის მარტივი იყოს ტაძარში მოსვლა. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია, მთელი ღამის განმავლობაში მოუწევთ აქ ადამიანებს ყოფნა. ადგილებსაც ვნიშნავთ, რომ ადამიანები დისტანციურად იდგნენ ერთმანეთთან. პირადად ვთხოვდი მთავრობის წევრებს, ამ ღამეს დაგვეხმარონ დისტანცირების დაცვაში.

ადამიანი, რომელიც კანონს არღვევს, ბუნებრივია, ის დაჯარიმდება, ამიტომ ითქვა, რომ 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე არის კომენდანტის საათი, ამ დროს ალბათ ქუჩაში არავინ უნდა იყოს. არ შეიძლება ამ დროს ადამიანი ქუჩაში იყოს და ეს კანონი დაარღვიოს”

გაუზიარე!

Shares